„ბარსელონას“ ერიკ გარსიას დაბრუნება სურს, „მანჩესტერ სიტი“ წინააღმდეგია
„ბარსელონას“ ერიკ გარსიას დაბრუნება სურს, „მანჩესტერ სიტი“ წინააღმდეგია

„ბარსელონას“ სურს, რომ „მანჩესტერ სიტიდან“ მცველი ერიკ გარსია დააბრუნოს, იუწყება ი-ეს-პი-ენი (ESPN). წყაროს ინფორმაციით, კატალონიურმა კლუბმა უკვე მოამზადა ოფიციალური მიმართვა ტრანსფერთან დაკავშირებით, თუმცა ინგლისელები აცხადებენ, რომ 19 წლის ფეხბურთელი არ იყიდება. როგორც ირკვევა, მანჩესტერელთა მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა პირადად არის დაინტერესებული, რომ გარსია გუნდის ძირითად შემადგენლობაში ვარჯიშობდეს.

ერიკ გარსია „ბარსელონას“ აღზრდილია და „ლა ლიგის“ ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ფეხბურთელად ითვლებოდა. თუმცა, 2017 წელს მან ინგლისში წასვლა და „მანჩესტერ სიტიში“ თამაში გადაწყვიტა. 2018 წელს მას ძირითად შემადგენლობაში დებიუტიც ჰქონდა, როდესაც ინგლისის ლიგის თასის მატჩში „ლესტერის“ წინააღმდეგ ითამაშა.