„ბარსელონას“ დირექტორთა საბჭომ ოფიციალურად უპასუხა მესის, რომ მასთან კონტრაქტს არ გაწყვეტს
„კამპ ნოუს“ სტადიონზე დასრულდა „ბარსელონას“ დირექტორთა საბჭოს კრება.
ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ საბჭოს რამდენიმე წევრმა მოითხოვა უნდობლობა გამოეცხადებინათ კლუბის პრეზიდენტისთვის ხოსეპ მარია ბარტომეუსთვის. ზოგიერთმა წევრმა კი თავად გადაწყვიტა გადადგომა.
ასევე ირკვევა, რომ „ბარსელონას“ ხელმძღვანელობამ პასუხი გაუგზავნა ლიონელ მესის მის მოთხოვნაზე წასვლის შესახებ. კლუბის ბოსებმა გამოაცხადეს, რომ არ გაწყვეტენ კონტრაქტის 33 წლის კაპიტანთან და სურთ, რომ ის გუნდში დარჩეს და კარიერა კატალონიაში დაასრულოს.
მესის ხელშეკრულებაში არსებობს პუნქტი, რომლის მიხედვითაც, მესის შეუძლია ყოველი სეზონის დასრულების შემდეგ, ცალმხრივად გაწყვიტოს კონტრაქტი და „ბარსელონადან“ წავიდეს. კატალონურ კლუბს სურს იმით ისარგებლოს, რომ ეს პუნქტი მხოლოდ ივნისშია მოქმედი. მესის გარემოცვაში კი მიაჩნიათ, რომ კორონავირუსის პანდემიისა და 2019-20 წლების სეზონის ვადაში გაწელვის გამო, პუნქტი აქტიური რჩება.
შეგახსენებთ, რომ „ბარსელონამ“ დაადასტურა ინფორმაცია – კლუბმა ლიონელ მესისგან წასვლაზე ოფიციალური განაცხადი მიიღო.