კატალონიურ კლუბს უსმან დემბელესთან ხელშეკრულების გაგრძელება სურს, რადგან ფრანგი ნახევარმცველი „ბარსელონასთვის“ პრიორიტეტული ფეხბურთელია, – იუწყება Diario Sport-ი.
„ბარსელონას“ მენეჯერები შეეცდებიან, რომ დემბელესთან დადებული ახალი კონტრაქტი გრძელვადიანი იყოს და ფრანგს გაუმჯობესებულ პირობებს შესთავაზებენ.
გასულ სეზონში უსმან დემბელემ ლა ლიგაში 20 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ხუთი გოლი და ხუთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.
დემბელეს კატალონიურ კლუბთან კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს.