ლა ლიგას მეხუთე ტურში ესპანეთის ჩემპიონი „ბარსელონა“ სტუმრად 0:2 დამარცხდა „გრანადასთან“. ეს წაგება მეორე იყო ახალ სეზონში კატალონური გრანდისთვის. ამ მომენტისთვის, ერნესტო ვალვერდეს გუნდი მეშვიდე ადგილზეა გათამაშების ცხრილში. როგორც სტატისტიკური პორტალი „ოპტა“ (Opta) აზუსტებს, ეს არის „ბარსელონასთვის“ ყველაზე ცუდი სტარტი ბოლო 25 წლის განმავლობაში. მაშინ, ასევე შვიდი ქულით, „ბარსა“ მეცხრე ადგილზე იყო და ჩემპიონატი მეოთხე ადგილზე დაასრულა.
„ბარსელონამ“, რომელსაც ბურთის ფლობის 73% ჰქონდა, „გრანადას“ კარში რვაჯერ დაარტყა და აქედან მხოლოდ ერთი იყო ზუსტი. ეს დარტყმა ლიონელ მესის ეკუთვნის, რომელმაც ამ სეზონში პირველად ითამაშა ესპანეთის ჩემპიონატში.
აღსანიშნავია, რომ ესპანეთის ჩემპიონი ზედიზედ შვიდი ოფიციალური მატჩია სტუმრად ვერ იგებს. ასეთი წარუმატებელი სერია მას 2001 წლის შემდეგ არ ჰქონია.