ბოსნიელი ფორვარდი მირალემ პიანიჩი კორონავირუსით დაავადდა. „ბარსელონას“ პრესსამსახურმა დაწერა, რომ ფეხბურთელმა ჯერ ვერ მოასწრო იტალიიდან ბარსელონაში გადაბარგება და ახლა, 15-დღიანი თვითიზოლაცია მოუწევს. ამ მიზეზით, ნახევარმცველი ვერ დაიწყებს გუნდთან ერთად წინასასეზონო შეკრებას.
როგორც ირკვევა, პიანიჩს ვირუსი იოლ ფორმებში აქვს და თავს კარგად გრძნობს.
30 წლის მირალემ პიანიჩი „იუვენტუსიდან“ „ბარსელონაში“ 60 მილიონ ევროდ გადავიდა. კატალონურ კლუბთან მან ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა.