„ბარსელონას“ ხელმძღვანელობამ შეთანხმებას მიაღწია ქალაქის მთავრობასთან, საშინაო სტადიონის, „კამპ ნოუს“ რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით. ახლა პროექტმა კატალონიის მთავრობისგან თანხმობა უნდა მიიღოს.
„ეს დაბალანსებული წინადადებაა, რომელიც გააერთიანებს კლუბისა და ქალაქის სურვილებს. ახალი „კამპ ნოუ“ უფრო ფართო იქნება და გაჩნდება უფრო მეტი მწვანე ზონა ბარსელონის მაცხოვრებლებისა და ტურისტებისთვის“, – მოჰყავს გაზეთ AS-ს „ბარსელონას“ პრეზიდენტის, ხოსეპ მარია ბარტომეუს სიტყვები.
„კამპ ნოუს“ რეკონსტრუქცია, რომელიც 600 მილიონ ევროდ არის შეფასებული, 2019 წლის ზაფხულში უნდა დაიწყოს. არენის განახლება 2021-22 წლების სეზონის წინ დასრულდება. რეკონსტრუქციის შემდეგ, სტადიონის ტევადობა 99-დან 105 ათას ადგილამდე გაიზრდება.