„ბარსელონას“ 16 წლის ახალწვეულმა სასტარტო შემადგენლობაში დაწყებული მატჩი გოლით აღნიშნა
„ბარსელონას“ ახალწვეულმა, 16 წლის ანსუ ფატიმ, პირველი ოფიციალური მატჩი სასტარტო შემადგენლობაში მეორე წუთზე გატანილი გოლით აღნიშნა.
„ვალენსიას“ წინააღმდეგ „კამპ ნოუზე“ თინეიჯერმა მეორე წუთზე გახსნა ანგარიში, ხუთი წუთის შემდეგ კი დე იონგს გაუკეთა საგოლე პასი.
კევინ გამეირომ „ვალენსიასთვის“ ერთი გოლი გაქვითა, თუმცა ხერარდ პიკესა და ლუის სუარესის (2) გოლებით ანგარიში 5-1 გახდა.
პრესტიჟის გოლი, მატჩის მიწურულს, მაქსი გომესმა შეაგდო.
ისევ არ უთამაშია ლიონელ მესის, რომელსაც, ოფიციალური ცნობით, ტრავმა აწუხებს.
„ბარსელონას“ ოთხი მატჩიდან 7 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზე იმყოფება, თუმცა მეხუთე ადგილზე მყოფი „სევილია“, რომელსაც ასევე შვიდი ქულა აქვს, თავის მეოთხე მატჩს დღეს „ალავესის“ წინააღმდეგ სტუმრად გამართავს. მატჩი თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება.