კატალონიურმა გრანდმა „ბარსელონამ“ პირველი საზაფხულო ტრანსფერის შესახებ გამოაცხადა. ესპანეთის ჩემპიონის რიგებში ბრაზილიური „გრემიოს“ 21 წლის ნახევარმცველი არტური ითამაშებს. ამ ფეხბურთელში „ბარსამ“ 40 მილიონი ევრო გადაიხადა.
მხარეებმა ექვსწლიანი კონტრაქტი გააფორმეს. ხელშეკრულებაში არტურის გამოსასყიდ თანხად 400 მილიონი ევრო ჩაიწერა.
ბრაზილიის მიმდინარე ჩემპიონატში არტურმა „გრემიოს“ რიგებში შვიდი მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა. შარშან ნახევარმცველი დაეხმარა თავის კლუბს ლიბერტადორესის თასის მოგებაში, თუმცა არტურმა დეკემბერში ტრავმის გამო ვერ ითამაშა კლუბებს შორის მსოფლიო ჩემპიონატზე.