„ნაპოლის“ ნახევარმცველი ფაბიან რუისი „ბარსელონას“ ინტერესთა სფეროში შედის და ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე კატალონელთა ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება.
ამის შესახებ დაწერა რადიო Cadena Cer-მა. „ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი კიკე სეტიენი პირადად არის დაინტერესებული ტრანსფერით, რადგან რუისი მისი ხელმძღვანელობით „ბეტისში” თამაშობდა.
აღვნიშნავთ, რომ რუისის შეთანხმება ნეაპოლელებთან 2023 წლის ზაფხულამდეა ძალაში. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 60 მილიონ ევროს შეადგენს.
მიმდინარე სეზონში რუისმა „ნაპოლიში“ 19 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი პასი შეასრულა.