„ბარსელონამ“ თითქმის დაასრულა ბრაზილიური „ატლეტიკო პარანაენსედან“ ფორვარდ ვიტორ როკეს შეძენა.
როგორც ესპანური გაზეთი AS-ი წერს, ტრანსფერი ყველა დონეზე შეთანხმებულია, მაგრამ არ იქნება დასრულებული იქამდე, სანამ კატალონელებს არ შეეძლებათ ახალბედას გაფორმება. ამისთვის საჭიროა გუნდიდან, მინიმუმ, სამი ფეხბურთელის წასვლა.
ბრაზილიელ ფეხბურთელთან ხუთწლიანი კონტრაქტი გაფორმდება და „ბარსელონა“ „პარანაენსეს“ 40 მილიონ ევროს გადაუხდის.