„ბარსელონას“ ფორვარდი ვიტორ როკე სეზონის ბოლომდე იჯარის წესით „ბეტისში“ გადავიდა, – იტყობინება კლუბის პრესსამსახური.
19 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი „ბარსელონამ“ 2024 წლის დასაწყისში შეიძინა „ატლეტიკო პარანაენსედან“. ფორვარდმა კატალონელთა რიგებში 16 მატჩი ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა.
„ატლეტიკო პარანაენსეს“ შემადგენლობაში ვიტორ როკემ 81 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 28 გოლი დაუგროვდა. 2023 წლის მარტში მას დებიუტი ჰქონდა ბრაზილიის ნაკრებში.