„ბარსელონამ“ უარი თქვა ნეიმარის შეძენაზე და ლაუტროს ტრანსფერზე გადაერთვება
„ბარსელონამ“ უარი თქვა ნეიმარის შეძენაზე და ლაუტროს ტრანსფერზე გადაერთვება

„ბარსელონამ“ უარი თქვა „პარი სენ-ჟერმენიდან“ ფორვარდ ნეიმარის შეძენის იდეაზე, – დაწერა გამოცემა „სპორტმა“.

წყაროს ცნობით, პარიზული კლუბი მზად არის 175 მილიონ ევროდ შეელიოს ბრაზილიელს, ამასთან, პსჟ მხოლოდ სუფთა გაყიდვაზეა თანახმა და არ სურს ლაპარაკი რომელიმე ფეხბურთელის გაცვლაზე. თუმცა, კატალონელებს ამხელა თანხა არ გააჩნიათ.

ახლა, „ბარსელონა“ მთელს ძალისხმევას მიმართავს „ინტერიდან“ ლაუტარო მარტინესის შესაძენად, რომლის ღირებულება კონტრაქტის მიხედვით 111 მილიონ ევროს შეადგენს.

ნეიმარის მოქმედი ხელშეკრულება პსჟ-სთან 2022 წლის ზაფხულამდეა ძალაში.