„ვალენსიას“ მეკარე ნორბერტო მურარა ნეტომ „ბარსელონასთან“ კონტრაქტი უკვე გააფორმა და გუნდს ოფიციალურად 1 ივლისიდან შეუერთდება. კატალონიელებმა ახალ მეკარეზე ფიქრი მას შემდეგ დაიწყეს, რაც ჰოლანდიელმა იასპერ სილესენმა გუნდიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო.
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ნეტოს სანაცვლოდ ბარსამ 26 მილიონი ევრო გადაიხადა.