„ბარსელონამ“ შვიდ წუთში სამი გოლი გაუშვა და სტუმრად „ლევანტესთან“ ბოლო ოთხ მატჩში მესამედ წააგო
ესპანეთის ჩემპიონატის მე-11 ტურში „ბარსელონამ“ სეზონში მესამე მატჩი წააგო. კატალონიური კლუბი სტუმრად „ლევანტეს“ 1:0-ს უგებდა, მაგრამ მეორე ტაიმში შვიდი წუთში სამი გოლი გაუშვა და 1:3 დამარცხდა.
აღსანიშნავია, რომ „ბარსელონა“ „ლევანტეს“ სტადიონზე ბოლო ოთხი მატჩიდან მესამედ დამარცხდა, სულ კი „სიუდად დე ვალენსიაზე“ ჩატარებულ 17 მატჩში მხოლოდ რვა მოგება აქვს.
თუმცა, კატალონელებმა შეძლეს ცხრილში ლიდერობის შენარჩუნება, რადგან მე-11 ტურში „რეალმა“ საკუთარ მოედანზე „ბეტისს“ ვერ მოუგო – 0:0.
„ბარსელონა“ და „რეალი“ 22-22 ქულით პირველ-მეორე ადგილებზე არიან.