„ბარსელონამ“ შეიძლება საკუთარ მოთამაშეებს ხელფასის ნაწილზე უარის თქმა სთხოვოს
„ბარსელონას” ხელმძღვანელობა განიხილავს ფეხბურთელებისთვის ხელფასების დაკლებას იმ ფინანსური დანაკარგების გამო, რომელიც კორონავირუსის პანდემიით არის გამოწვეული, – იტყობინება La Vanguardia.
კატალონიელთა პრეზიდენტმა ხოსეპ ბარტომეუმ, შეიძლება სულ მალე მიმართოს მოთამაშეებს თხოვნით – კლუბისკენ შემხვედრი ნაბიჯი გადადგან და უარი თქვან ხელფასის ნაწილზე.
კატალონელთა ბიუჯეტი უნდა იყოს 1.047 მილიარდი ევრო, საიადანაც 61 პროცენტი არის – სახელფასო ბიუჯეტი, თუმცა, დღევანდელ პირობებში „ბარსელონას” არ შეუძლია ამ ციფრებით საკუთარი ვალდებულებების შესრულება.
პრიმერას 27 ტურის შემდეგ, „ბარსელონა“ ესპანეთის ჩემპიონატში პირველ ადგილზეა და „რეალს“ ორი ქულით უსწრებს.