სეზონის განახლების შემდეგ, პირველად დაკარგა ქულები ესპანეთის ჩემპიონატის ლიდერმა „ბარსელონამ“. კატალონიელებმა 30-ე ტურში სტუმრად „სევილიას” დამარცხება ვერ შეძლეს – 0:0.
ამით შეწყდა „ბარსელონას“ სამმატჩიანი მოგებების სერია, „სევილიამ“ კი ზედიზედ მეშვიდედ არ წააგო.
„ბარსელონა“ კვლავაც ლიდერობს გათამაშების ცხრილს – მას 65 ქულა აქვს და „რეალს” სამი ქულით უსწრებს, თუმცა, მადრიდელებს ერთი თამაშით ნაკლები აქვთ. „რეალმა“ ამ ტურში კვირას უნდა ითამაშოს სტუმრად „სოსიედადის“ წინააღმდეგ, მოგების შემთხვევაში, ქულებით გაუთანაბრდება „ბარსელონას“ და პირველ ადგილზე გადავა, რადგან კატალონიელებთან ურთიერთშეხვედრებში დადებითი ბალანსი აქვს. ლა ლიგაში თანაბარი ქულებისას, პირველ რიგში ამ ფაქტორს ითვალისწინებენ.