"ბარსელონამ" "სევილიადან" მცველი იყიდა
"ბარსელონამ" "სევილიადან" მცველი იყიდა

ესპანეთის ჩემპიონმა “ბარსელონამ” პირველი საზაფხულო ტრანსფერი მოამზადა. კატალონურმა კლუბმა შეთანხმებას მიაღწია “სევილიადან” ცენტრალური მცველის, კლემან ლანგლეს გადასვლის თაობაზე. როგორც ‘მუნდო დეპორტივო’ (Mundo Deportivo) წერს, 23 წლის ფრანგი ფეხბურთელის ტრანსფერის თანხა 35 მილიონ ევრო იქნება.

სავარაუდოდ, ლანგლე “ბარსელონასთან” ხუთწლიან კონტრაქტს გააფორმებს. მცველი “სევილიაში” 2017 წლის იანვრიდან თამაშობს, ესპანეთში ის “ნანსიდან” 5 მილიონ ევროდ გადავიდა.

ამ სეზონში ლანგლემ ესპანეთის ჩემპიონატში 34 მატჩი ჩაატარა, სამი გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი პასი შეასრულა.