„ბარსელონას“ ხელმძღვანელობამ „ტოტენჰემ ჰოტსპურს“ ინგლისელ ნახევარმცველ რაიან სესენიონის თაობაზე ოფიციალურად მიმართა. ამ ინფორმაციას „სკაი სპორტსი“ ავრცელებს. როგორც ირკვევა, კატალონიელთა სკაუტები რაიანს ჯერ კიდევ 2018 წლიდან აკვირდებიან, როდესაც ფეხბურთელი „ფულჰემის“ ღირსებას იცავდა. ამ გუნდის მაისურით სესენიონმა ყველა ტურნირზე 120 მატჩი ჩაატარა და 25 გოლის ავტორი გახდა, „ტოტენჰემში“ კი 2019 წლის 8 აგვისტოს გადავიდა და ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. მას შემდეგ, ის მოედანზე 12-ჯერ გავიდა.
საინტერესოა, რომ რამდენიმე კვირის წინ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ლონდონური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ რაიან სესენიონის „ბარსელონაში“ გაყიდვას ვეტო დაადო.