„ბარსელონამ“ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ისევ მოიგო
„ბარსელონამ“ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ისევ მოიგო

ესპანეთის ჩემპიონატის 26-ე ტურის რანგში ამ სეზონის რიგით მეოთხე „ელ კლასიკო“ გაიმართა. „რეალმა“ შინ მიიღო „ბარსელონა“ და როგორც რამდენიმე დღის წინ თასის გათამაშებაში, ახლაც წაგებული დარჩა – 0:1.

ერთადერთი გოლი 21-ე წუთზე ივან რაკიტიჩმა გაიტანა, რაშიც საგოლე პასით სერხი რობერტო დაეხმარა.
ამ წაგების შემდეგ, „რეალი“ მესამე ადგილზე დარჩა და „ბარსელონას“ უკვე 12 ქულით ჩამორჩა.

„რეალი“ და „ბარსელონა“ ერთმანეთს წელს უკვე მეოთხედ შეხვდნენ: ორჯერ ჩემპიონატში და ორჯერ – ესპანეთის თასზე. სამჯერ „ბარსამ“ მოიგო და ერთი მატჩი ფრედ დასრულდა. სამიდან ორ შეხვედრაში კატალონელებმა დიდი ანგარიშით – 5:1 და 3:0 გაიმარჯვეს.