ბარსელონამ რეალი სუარესის ჰეთ-თრიკით გაანადგურა
ბარსელონამ რეალი სუარესის ჰეთ-თრიკით გაანადგურა

ესპანეთის ჩემპიონატის მეათე ტურში „სუპერკლასიკო“ შედგა – „კამპ ნოუზე“ „ბარსელონამ“ „რეალს“ უმასპინძლა.

ეს ბოლო 11 წელიწადში, ამ გუნდების პირველი დაპირისპირება იყო, როცა მოედანზე ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუ არ იყვნენ. არგენტინელი ტრავმის გამო არ თამაშობდა, პორტუგალიელი კი „იუვენტუსის“ ფეხბურთელია.

მათ არყოფნაში „ბარსელონას“ ფორვარდმა, ლუის სუარესმა გაიბრწყინა – მან ჰეთ-თრიკი შეასრულა. კიდევ ორი გოლი „რეალის“ კარში ფილიპე კოუტინიომ და არტურო ვიდალმა გაიტანეს. „რეალის“ მხრიდან მარსელომ გამოიჩინა თავი და კატალონელებმა 5:1 მოიგეს.

 

 ეს შეხვედრა, ხულენ ლოპეტეგისთვის, „რეალის“ მთავარი მწვრთნელის რანგში სავარაუდოდ ბოლო იყო. მადრიდელები ხუთი მატჩია ვერ იგებენ, ზედიზედ მესამედ წააგეს და მეცხრე ადგილზე არიან. „ბარსელონა“ 21 ქულით ერთპიროვნული ლიდერია.