„ბარსელონამ“ მესის მე-700 მატჩში პრიმერას აუთსაიდერთან წააგო (ვიდეო)
პრიმერა დივიზიონში პირველი მატჩი წააგო ჩემპიონმა და ლიდერმა „ბარსელონამ“. ვალვერდეს გუნდი სტუმრად დამარცხა აუთსაიდერ „ლეგანესთან“ – 1:2.
მე-12 წუთზე ანგარიში ეფექტური გოლით კატალონელთა ბრაზილიელმა ლეგიონერმა ფილიპე კოუტინიომ გახსნა – მან ლიონელ მესის პასი გამოიყენა. მატჩის ბედი კი მეორე ტაიმის ერთწუთიან მონაკვეთში გადაწყდა, როცა 52-ე და 53-ე წუთებზე გოლები გაიტანეს ნაბილ ელ ჟარმა და ოსკარ როდრიგესმა.
აღსანიშნავია, რომ ლიონელ მესიმ „ბარსელონას“ შემადგენლობაში მე-700 მატჩი ჩაატარა.