მაიამიში „ჰარდ როკის“ სტადიონზე საინტერესო ამხანაგური მატჩი გაიმართა „ბარსელონასა“ და „ნაპოლის“ შორის. ლიონელ მესის გარეშე მოთამაშე კატალონელებმა 2:1 მოიგეს.
ესპანეთის ჩემპიონი სერხიო ბუსკეტსის გოლით იგებდა, რომელიც 38-ე წუთზე გავიდა. ოთხ წუთში „ბარსას“ მცველმა სამუელ უმტიტიმ ხოსე კალიეხონის დარტყმის შემდეგ, საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი და ანგარიში გათანაბრდა. გამარჯვების გოლი 79-ე წუთზე ივან რაკიტიჩმა გაიტანა.
ამ გუნდების მეორე შეხვედრა 11 აგვისტოს მიჩიგანში გაიმართება.
ნაპოლი-ბარსელონა 1:2
გოლები: 0:1 ბუსკეტსი (38), 1:1 უმტიტი (42-საკ. კარში), 1:2 რაკიტიჩი (79)
ნაპოლი: მერეტი, მანოლასი (57. გულიამი), მაქსიმოვიჩი, მარიო რუი (57. ლუპერტო), ლი ლორენცო (77. ჰიუსაი), ზელინსკი, ელმასი (57. ვერდი), ფ. რუისი (57. გაეტანო), კალიეხონი, ინსინიე, მერტენსი (57. მილიკი).
ბარსელონა: ნეტო, უმტიტი, ფირპო, ვაგე (66. ნელსონ სემედო), ტოდიბო (66. პიკე), რაკიტიჩი, ბუსკეტსი, პუჩი (66. დე იონგი), გრიზმანი (46. რაფინია), სუარესი (46. ა. რუისი), პერესი (66. დემბელე).