„ბარსელონამ“ „კამპ ნოუზე“ ბრაზილიელი ახალწვეულის, ფილიპე კოუტინიოს პრეზენტაცია მოაწყო.
ნახევარმცველმა, რომელიც მანამდე „ლივერპულში“ თამაშობდა, კატალონიელთა რიგები 6 დეკემბერს შეავსო.
შეგახსენებთ, რომ 25 წლის კოუტინიომ 2023 წლის ზაფხულამდე გააფორმა კონტრაქტი. მისი ტრანსფერი „ბარსელონას“ 160 მილიონი ევრო დაუჯდა, რითაც ფილიპე ყველა დროის მეორე ყველაზე ანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდა.