ესპანეთის ჩემპიონმა „ბარსელონამ“ კონტრაქტი შესთავაზა 30 წლის მექსიკელ კარლოს ველას, რომელიც „მეიჯორ ლიგ სოკერში“ (MLS) „ლოს ანჯელეს სიტის“ რიგებში თამაშობს.
გასულ სეზონში მან 34 გოლი გაიტანა და ამით ლიგის რეკორდი დაამხო, რომელიც ჯოვინკოს ეკუთვნოდა.
როგორც მექსიკის ნაკრებში ველას პარტნიორი ჯონათან დოს სანტოსი ამბობს, ფორვარდს კონტრაქტი მაგიდაზე უდევს. „ეს სიმართლეა, რომ მას აქვს შეთავაზება „ბარსელონასგან“, და მე არ ვიცი, რის გაკეთებას აპირებს. ის ბედნიერია ლოს ანჯელესში, მოხარულია აქ თამაშით.
ეს უნიკალური შესაძლებლობაა. „ბარსელონა“ – მსოფლიოს საუკეთესო გუნდია. როგორც მექსიკელი, ვიმედოვნებ, რომ გარიგება შედგება“, – თქვა ფეხბურთელმა W Radio-სთან ინტერვიუში.