„ბარსელონამ“ იორდი კრუიფთან კონტრაქტი გააგრძელა და ის სპორტულ დირექტორად დანიშნა #1TVSPORT
გამოცემა Diario Sport-ის ინფორმაციით, „ბარსელონამ“ კონტრაქტი გააგრძელა იორდი კრუიფთან, რომელიც აქამდე ტექნიკური დირექტორის პოსტზე მუშაობდა.
აღნიშნავენ, რომ ახალი ხელშეკრულება ერთწლიანია. კატალონური კლუბის ხელმძღვანელობას ხანგრძლივი კონტრაქტის გაფორმება სურდა, მაგრამ კრუიფის სურვილი გაითვალისწინეს.
ასევე ირკვევა, რომ იორდი კრუიფი სპორტული დირექტორის პოსტზე გადავა. ლეგენდარული იოჰან კრუიფის ვაჟმა „ბარსელონაში“ მუშაობა 2021 წლის 1 სექტემბერს დაიწყო და თავდაპირველად, კლუბის პრეზიდენტის მრჩევლის პოსტი ეკავა.