გერმანიის ნაკრების ნახევარმცველი ილქაი გიუნდოგანი თავისუფალი აგენტის სტატუსით „ბარსელონაში“ გადავიდა.
კატალონური კლუბის პრესსამსახურმა გამოაცხადა, რომ მიაღწია შეთანხმებას ფეხბურთელთან, რომელსაც 30 ივნისს ეწურება კონტრაქტი „მანჩესტერ სიტისთან“.
გიუნდოგანის კონტრაქტი „ბარსელონასთან“ 2025 წლის ივლისამდე იქნება ძალაში. ხელშეკრულებაში არსებობს თანამშრომლობის ერთი წლით გაგრძელების ოფცია. გერმანელის გამოსასყიდი თანხა 400 მილიონი ევროა.
„მანჩესტერ სიტიმ“ დაადასტურა ეს ინფორმაცია და გიუნდოგანს გუნდში გატარებული შვიდი სეზონის გამო მადლობა გადაუხადა.