საკალათბურთ ევროლიგაზე გუშინ მე-9 ტურის დარჩენილი ორი შეხვედრა გაიმართა.
„ბასკონიამ“ „ცე ეს კას“ ანგარიშით 80:70 სძლია. სატურნირო ცხრილის ლიდერმა „ბარსელონამ“ კი საკუთარ არენაზე „ფენერბახჩე“ დიდი ანგარიშით – 89:63 დაამარცხა. ესპანელებს შორის 22 ქულით ყველაზე შედეგიანი კორი ჰიგინსი გამოდგა.
12 ქულა დააგროვა ალექს აბრინესმა. სტუმართა შორის 12 ქულა მიითვალა ჯოფრი ლოვერნმა. 9 ტურის შემდეგ ევროლიგას 7 მოგებითა და 2 მარცხით 1-3 ადგილებზე „ბარსელონა“, „ანადოლუ ეფესი“ და „ოლიმპია მილანო“ ლიდერობენ.