ესპანეთის ჩემპიონატის ლიდერის „ბარსელონას“ ხელმძღვანელობამ თავისი ფეხბურთელების დიდ ნაწილს მათი სავარაუდო ტრანსფერის შესახებ აცნობა. გაზეთ „მარკას“ ინფორმაციით, მხოლოდ ექვსი ფეხბურთელი დარჩება დანამდვილებით კლუბში უახლოესი სატრანსფერო ფანჯრის შემდეგ: ლიონელ მესი, ანტუან გრიზმანი, ფრენკი დე იონგი, მარკ-ანდრე ტერ-შტეგენი, ანსუ ფატი და ჟერარ პიკე.
ყველა დანარჩენ ფეხბურთელთან დაკავშირებით, კატალონური კლუბი მზად არის სხვა გუნდების წინადადებები მოისმინოს. გამოცემის ინფორმაციით, თითქმის დანამდვილებით დატოვებენ „ბარსელონას“ ივან რაკიტიჩი, ნეტო და არტურო ვიდალი. „ბარსას“ ხელმძღვანელობა მზად არის ყველა ხერხი იხმაროს „ინტერის“ ფორვარტის ლაუტარო მარტინესისა და „იუვენტუსის“ ნახევარმცველის მირალემ პიანიჩის ხელში ჩასაგდებად.