„ბარსელონამ“ დუბლი საჩემპიონო აღლუმით აღნიშნა [ვიდეო]

„ბარსელონამ“ კატალონიის დედაქალაქის ქუჩებში ესპანეთის ჩემპიონობის აღსანიშნი აღლუმი გამართა.

კლუბი აღნიშნავდა ოქროს დუბლს – 25-ე გამარჯვებას ესპანეთის ჩემპიონატში და 30-ე ტრიუმფს ესპანეთის თასზე.

ეს იყო ბოლო საჩემპიონო აღლუმი ანდრეს ინიესტასთვის „ბარსელონას“ ფეხბურთელის რანგში. ავტობუსის უკანა ნაწილზე მის პატივსაცემად ეწერა: „ინიესტა სამუდამოდ“.