„ბარსელონამ“ გააფორმა მცველ ჟორდი ალბასთან, ახალი, მრავალწლიანი კონტრაქტი. ხელშეკრულება ძალაში 2024 წლის 30 ივნისამდე იქნება. ამის შესახებ კატალონური გრანდის ოფიციალური ვებგვერდი წერს.
ალბას ახალ კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად – 500 მილიონი ევრო ჩაიწერა. ესპანეთის ნაკრების მცველი 2012 წლიდან არის „ბარსელონას“ წევრი. ის ოთხჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი, ამდენჯერვე ესპანეთის თასის მფლობელი და 2015 წელს, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული.
მიმდინარე სეზონში ალბამ 24 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და შვიდი შედეგიანი პასი შეასრულა.