ბარსელონას ხელმძღვანელობამ თავდამსხმელ უსმან დემბელეს ულტიმატუმი წაუყენა.
კლუბი ფეხბურთელის აგენტს შეხვდა და, როგორც ესპანური გამოცემა „სპორტი“ (Sport) იტყობინება, 21 წლის ფრანგს აეკრძალება თამაში, თუ დისციპლინის დარღვევას, შეკრებებზე დაგვიანებასა და ვარჯიშების გაცდენას მომავალშიც გააგრძელებს.
წყაროს ინფორმაციით, „ბარსელონა“ ასევე განიხილავს მომავალ წელს დემბელეს 100 მილიონად გაყიდვას, თუ საქმისადმი მისი დამოკიდებულება არ შეიცვლება.