ადრე გახდა ცნობილი, რომ ფრანგი ფორვარდი გაურკვეველი ვადით გამოვიდა მწყობრიდან მარჯვენა ფეხზე მყესის გაწყვეტის გამო.
კლუბის ხელმძღვანელობა იმედოვნებდა, რომ დემბელე მხოლოდ დისკომფორტს გრძნობდა კუნთის დაღლილობის გამო, მაგრამ დაწვრილებითმა სამედიცინო შემოწმებამ უფრო სერიოზული ტრავმა გამოავლინა.
„ბარსელონას” ოფიციალური განცხადების მიხედვით, 11 თებერვალს ფეხბურთელს ფინეთის ქალაქ ტურკუში ოპერაცია ჩაუტარდება. ამის შემდეგ, კლუბი გამოაცხადებს ფორვარდის დაბრუნების სავარაუდო ვადებს.
წინა დაზიანების გამო, დემბელე ნოემბრის შემდეგ არ გასულა მოედანზე. ვარაუდობენ, რომ ახალი ტრავმისა და შემდგომი ოპერაციის მიზეზით, ფრანგი ფეხბურთელი სეზონის ბოლომდე ვეღარ ითამაშებს.