ლაუტარო მარტინესმა და „ბარსელონას“ ხელმძღვანელობამ ფეხბურთელის პირადი კონტრაქტის დეტალებზე შეთანხმებას მიაღწიეს, – იუწყება Diario Sport.
გამოცემის ინფორმაციით, კატალონიელები 22 წლის არგენტინელ თავმდამსხმელს სეზონში 13 მილიონ ევროს გადაუხდიან.
„ბარსელონას“ გასარკვევი რჩება მილანის „ინტერთან“ ტრანსფერის ფინანსური საკითხები. პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კატალონიელები იტალიელებს მარტინესის სანაცვლოდ 60 მილიონ ევროს და არტურო ვიდალს სთავაზობენ, თუმცა რომაელებს ამ უკანაკნელის კანდიდატურა არ ხიბლავთ.