ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში პირველი ორი მატჩი დასრულდა: B ჯგუფში “ბარსელონა” “ეინდჰოვენს” მასპინძლობდა, “ინტერი” კი მილანში იღებდა “ტოტენჰემს”.
ახალი ლიგა ლიონელ მესის ჰეთ-თრიკით გაიხსნა. არგენტინელმა ტურნირზე მერვედ გაიტანა ერთ მატჩში სამი გოლი, რაც აბსოლუტური რეკორდია. აღსანიშნავია, რომ მესიმ მესამე გოლი მაშინ გაიტანა, როცა “ბარსელონა” უმტიტის გაძევების გამო, 10 კაცით იყო დარჩენილი.
ჯგუფის მეორე მატჩში “ინტერი” 86-ე წუთამდე აგებდა „ტოტენჰემთამ“, თუმცა ჯერ იკარდიმ გაათანაბრა ანგარიში, 92-ე წუთზე კი ვესინომ გამარჯვების გოლი გაიტანა. იტალიურმა კლუბმა შვიდწლიანი პაუზის შემდეგ, დაბრუნება მოგებით აღნიშნა.
B ჯგუფი
ინტერი-ტოტენჰემი 2:1
გოლები: 0:1 ერიქსენი (53), 1:1 იკარდი (86), 2:1 ვესინო (90+2)
ინტერი (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი – შკრინიარი, დე ვრი, მირანდა, ასამოა – ვესინო, ბროზოვიჩი – პოლიტანო (72. კეიტა), ნაინგოლანი (89. ვალერო), პერიშიჩი (64. კანდრევა) – იკარდი.
ტოტენჰემი (4-3-1-2): ვორმი – ორიე, სანჩესი, ვერტონგენი, დევისი – დემბელე, დაიერი, ერიქსენი – ლამელა (72. ვინქსი) – კეინი (90. როუზი), ჰეონ-მინ სონი (64. ლუკაშ მოურა).
ბარსელონა-ეინდჰოვენი 4:0
გოლები: 1:0 მესი (32), 2:0 დემბელე (75), 3:0 მესი (77), 4:0 მესი (87)
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი – სერხი რობერტო, პიკე, უმტიტი, ჟორდი ალბა – რაკიტიჩი (85. ვიდალი), ბუსკეტსი, ფილიპე კოუტინიო (81. ლენგლე) – მესი, სუარესი, დემბელე (83. არტური).
ეინდჰოვენი (4-3-3): ზოეტი – ტასენდე, ვიერგევერი (67. ისიმატ-მარინი), შვააბი, დუმფრისი – ჰენდრიქსი, პერეირო, როსარიო (82. გუტიერესი) – ლოსანო, დე იონგი, ბერგვინი (78. მალენი).
გაძევება: უმტიტი (79. ბარსელონა)
დღეს კიდევ 6 მატჩი გაიმართება:
ჯგუფი A
ბრიუგე – ბორუსია
მონაკო – ატლეტიკო მადრიდი
ჯგუფი C
ცრვენა ზვეზდა – ნაპოლი
ლივერპული – პსჟ
ჯგუფი D
გალათასარაი – ლოკომოტივი მოსკოვი
შალკე – პორტუ