„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველი ილქაი გიუნდოგანი დათანხმდა „ბარსელონაში“ გადასვლას.
როგორც იტალიელმა ჟურნალისტმა, ფაბრიციო რომანომ დაწერა, ესპანეთის ჩემპიონმა მიიღო ლა ლიგისგან 32 წლის გერმანელის რეგისტრაციის უფლება, რის შემდეგაც გიუნდოგანმა გადაწყვიტა „ბარსელონაში“ გადასვლა.
ნახევარმცველი „მანჩესტერ სიტის“ თავისუფალი აგენტის სტატუსით ტოვებს. მან უკვე მოაწერა ხელი „ბარსელონასთან“ ორწლიან კონტრაქტს და შეეძლება ხელშეკრულების კიდევ ერთი წლით გახანგრძლოვება.
2022-23 წლების სეზონში გიუნდოგანმა პრემიერლიგაში 31 მატჩი ჩაატარა და რვა გოლი გაიტანა.