„ბარსელონამ“ ბოლო 12 წელიწადში ლა ლიგაში ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენა
ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში „ბარსელონამ“ სტუმრად ანგარიშით 5:0 გაანადგურა „ალავესი“. კატალონიურმა გუნდმა 82 ქულით გათამაშების ცხრილში მეორე ადგილი დაიკავა.
ეს არის „ბარსელონას“ ყველაზე ცუდი შედეგი 2007-2008 წლების სეზონის შემდეგ. მაშინ ფრანკ რაიკაარდის გუნდმა 67 ქულა აიღო.
შეგახსენებთ, რომ ამ სეზონზე „ბარსელონას“ მე-20 ტურამდე ერნესტო ვალვერდე ხელმძღვანელობდა, სეზონის დარჩენილი ნაწილი – კიკე სეტიენი.
კატალონიურმა კლუბმა ტიტულის მოპოვების შანსი ერთი ტურით ადრე დაკარგა.