კევინ-პრინს ბოატენგი, რომელიც იტალიური სასუოლოს ღირსებას იცავდა, ბარსელონაში იჯარით გადავიდა და ესპანურ გრანდში სეზონის ბოლომდე დარჩება. გავრცელებული ინფორმაციით, კატალონიელებმა მასში 1 მილიონი ევრო გადაიხადეს და, თუ ფეხბურთელის შეძენა გადაწყდება, კიდევ 8 მილიონი უნდა გადაიხადონ.
კევინ-პრინს ბოატენგმა, რომელიც მიუნხენის ბაიერნის ფეხბურთელის, ჯერომ ბოატენგის ძმაა, კარიერა ბერლინის ჰერტაში დაიწყო, შემდეგ კი ინგლისში, იტალიასა და ესპანეთში ითამაშა.
თავისი კარიერის საუკეთესო პერიოდი კევინ-პრინსმა მილანში გაატარა, სადაც 2010-2013 წლებში 74 მატჩი ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა.