ბარსელონამ ათკაციანი ატლეტიკო დაამარცხა და ტიტულს მიუახლოვდა (ვიდეო)
ესპანეთის ჩემპიონატის 31-ე ტურში ცენტრალური მატჩი კამპ ნოუზე გაიმართა, სადაც ბარსელონა შინ იღებდა ატლეტიკოს.
მასპინძლები 85 წუთის განმავლობაში ვერაფერს უხერხებდნენ ბრწყინვალედ მოთამაშე იან ობლაკს – სლოვენიელი მეკარის ანგარიშზე ცხრა სეივი იყო. ბარსას ვერც 28-ე წუთზე დიეგო კოშტას გაძევება შველოდა. მუნდო დეპორტივოს ვერსიით, ატლეტიკოს ფორვარდი მსაჯის გინებისთვის გააგდეს მოედნიდან და მას რვამატჩიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება.
და მაინც, კატალონელებმა მოახერხეს უახლოეს მდევართან მოგება, როცა ლუის სუარესმა და ლიონელ მესიმ ორი წუთის ინტერვალით ორი გოლი გაიტანეს – 2:0.
ბარსელონამ 11 ქულით გაუსწრო ატლეტიკოს და თითქმის ჩემპიონია.