პრიმერა დივიზიონის 22-ე ტურში კატალონური დერბი “ბარსელონასა” და “ესპანიოლს” შორის 1:1 დასრულდა. ამ მატჩის შემდეგ, “ბარსელონამ” განაახლა საკლუბო რეკორდი ეროვნულ ჩემპიონატში ზედიზედ წაუგებელი მატჩების რაოდენობით.
ერნესტო ვალვერდეს გუნდი 22 მატჩია არ მარცხდება. ამ სერიისას, მას 18 მოგება და 4 ფრე აქვს.
“ესპანიოლი” იგებდა შეხვედრას 66-ე წუთზე ხერარდ მორენოს მიერ გატანილი გოლით, მაგრამ 82-ე წუთზე პიკემ ლიონელ მესის პასით შეძლო გათანაბრება.
“ბარსელონას” 22 ტურის შემდეგ 58 ქულა აქვს და ცხრა ქულით უსწრებს მეორე ადგილზე მყოფ მადრიდის “ატლეტიკოს”.