„ბარსელონამ“ 2018-19 წლებში ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე მეტი გამოიმუშავა
„ბარსელონამ“ 2018-19 წლებში ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე მეტი გამოიმუშავა

ესპანეთის ჩემპიონმა „ბარსელონამ“ ჩემპიონთა ლიგაზე 2018-19 წლების სეზონში ყველაზე მეტი პრემიალური თანხა დაიმსახურა.

ევროპული კლუბების ასოციაციის (ECA) სხდომაზე დაამტკიცეს პრემიალურები, რომელიც გუნდებს უნდა გადაუხადონ.

კატალონიელებმა მთელი ტურნირის განმავლობაში გამოიმუშავეს 94.2 მილიონი ევრო, რასაც ემატება ბონუსი 12 მილიონის ოდენობით ნახევარფინალში გასვლის სანაცვლოდ. ამ ეტაპზე „ბარსელონამ“ ორი მატჩის ჯამში წააგო „ლივერპულთან” (3:0, 0:4).

„ბარსელონა“ გამომუშავებული თანხით ლიდერი სხვა ესპანური კლუბების – „რეალის“, „ატლეტიკოსა“ და „ვალენსიას“ ადრეული გავარდნის ხარჯზე გახდა. ტელეუფლებების გაყიდვიდან ესპანური კლუბებისთვის განკუთვნილი თანხის დიდი ნაწილი, სწორედ კატალონიელებს შეხვდათ.