კატალონიური გრანდის სპორტულმა დირექტორმა, დეკუმ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მისი კლუბის გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ბარსელონასგან“ ამ მიმართულებით აქტიურობას ნაკლებად უნდა ველოდოთ.
„რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვიქნებით, თუ რეალური და კარგი შესაძლებლობა გამოჩნდება. თუმცა, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ზამთრის ტრანსფერებზე ჩვენს კლუბში ასეთი რამ მოხდეს“, – ციტირებს „ბარსელონას“ სპორტული დირექტორის სიტყვებს Mundo Deportivo.
ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში, ცხრა ტურის შემდეგ, კატალონიური კლუბი (21 ქულით) სატურნირო ცხრილში მესამე პოზიციას იკავებს, პირველ ადგილზე მადრიდის „რეალია“, ხოლო „ჟირონა“ – მეორეზე.