„ბარსელონა“ ზაფხულში ვერ შეძლებს ახალი ფეხბურთელების შეძენას #1TVSPORT
„ბარსელონა“ ზაფხულში ვერ შეძლებს ახალი ფეხბურთელების შეძენას #1TVSPORT

ესპანური ლა ლიგას პრეზიდენტმა, ხავიერ ტებასმა განაცხადა, რომ „ბარსელონა“ ვერ შეძლებს 2023 წლის ზაფხულში ახალი ფეხბურთელების გაფორმებას. ამის მიზეზი ფინანსური ფეარპლეის წესია.

„ბარსელონამ“ ზამთარში ვერ შეძლო ახალი ფეხბურთელების შეძენა, რადგან ჩვენ არ მივეცით ამის საშუალება. და ზაფხულშიც ვერ შეძლებს ამის გაკეთებას“, – მოჰყავს ტებასის სიტყვები გამოცემა Onda Cero-ს.

23 ტურის შემდეგ „ბარსელონა“ შვიდქულიანი უპირატესობით ლიდერობს ესპანეთის ჩემპიონატს.