„ბარსელონა“ ზაფხულში ფატის გაყიდის #1TVSPORT
„ბარსელონა“ ზაფხულში ფატის გაყიდის #1TVSPORT

„ბარსელონას“ ფორვარდმა, ანსუ ფატიმ, შესაძლოა, ამ ზაფხულს დატოვოს კლუბი, – იტყობინება გამოცემა Sport.es-ი.

აღნიშნავენ, რომ კატალონელები აუცილებლად დააყენებენ ფორვარდს ტრანსფერზე და მიიღებენ ნებისმიერ წინადადებას, რომელიც მათ დააკმაყოფილებთ.

ფატის გაყიდვა დაეხმარება „ბარსელონას“ ახალი ფეხბურთელების შეძენაში. ესპანეთის ჩემპიონმა ამ ზაფხულს სცადა ფატის გაყიდვა, მაგრამ „ვულვერჰემპტონთან“ გარიგება ბოლო მომენტში ჩაიშალა.

ამჟამად ფორვარდი იჯარის წესით „ბრაიტონში“ თამაშობს და გასულ უქმეებზე ამ კლუბში პირველი გოლი გაიტანა.