ესპანური ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის კვლევითმა ცენტრმა (CIHEFE) XXI საუკუნეში ქვეყნის საუკეთესო გუნდები დაასახელა.
პირველი ადგილი დაიკავა „ბარსელონამ“ (3 465 ქულა), მეორე გახდა „რეალი“ (3 347), მესამე – „ატლეტიკო“ (2 149). ქულების განისაზღვრებოდა ესპანეთის ჩემპიონატში, ესპანეთის თასსა და ჩემპიონთა ლიგაზე გამოსვლის მიხედვით.
CIHEFE-მ დაითვალა, რომ კატალონელები „რეალზე“ მაღლა აღმოჩნდნენ შიდა ტურნირებზე უკეთ გამოსვლის გამო, მადრიდული კლუბი კი უფრო ძლიერად ევროპაში გამოიყურებოდა.
ტოპ-ათეულში ასევე მოხვდნენ: „ვალენსია“ (2 139), „სევილია“ (1 992), „ვილიარეალი“ (1 648), „ბილბაო“ (1 405), „დეპორტივო“ (1 395), „სელტა“ (1 164) და „ესპანიოლი“ (1 144).
XXI საუკუნეში „ბარსელონამ“ 34 ტიტული მოიპოვა, „რეალმა“ – 29.