„ბარსელონა“ აპირებს ზაფხულში იჯარით სხვა კლუბში გაუშვას ფორვარდი ვიტორ როკე. ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა ჟურნალისტმა ჰელენა კონდისმა.
მეორე ჟურნალისტის სანტი ოვალიეს ცნობით, თავად როკეს მომდევნო სეზონში კატალონურ გუნდში ყოფნა სურს და არ განიხილავს შესაძლო იჯარის ვარიანტს.
19 წლის ვიტორ როკე 2024 წლის იანვარში გადავიდა „ატლეტიკო პარანაენსედან“ „ბარსელონაში“. მისი ტრანსფერის თანხამ 40 მილიონი ევრო შეადგინა. ამ სეზონში ბრაზილიელმა 13 მატჩი ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა.