„ბარსელონას“ „ჩელსის“ ბრაზილიელი ვარსკვლავის ვილიანის შეძენა სურს. ამის შესახებ გაზეთი „სანი“ (The Sun) წერს.
წყაროს ცნობით, კატალონიური კლუბი განიხილავს ფეხბურთელის შეძენას ზაფხულის სატრანსფერო ბაზრის მიმდინარეობისას და მზად არის მასში 35 მილიონი ევრო გადაიხადოს.
მიმდინარე სეზონში 30 წლის ვილიანმა 31 ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა და მის ანგარიშზე სამი გოლი და ექვსი საგოლე გადაცემაა.