„ბარსელონა“ „ტოტენჰემს“ უმტიტისა და სემედოს უთმობს ნდომბელეს სანაცვლოდ
ესპანეთის ჩემპიონმა „ბარსელონამ“ „ტოტენჰემს“ ორი ფეხბურთელი შესთავაზა ნახევარმცველ ტანგი ნდომბელეს სანაცვლოდ, – წერს „სქაი სპორტსი“.
კორონავირუსის პანდემიის გამო, კატალონურ კლუბს არ შეუძლია ფრანგი ფეხბურთელის შესაძენად სრული თანხის გადახდა, ამიტომაც სთავაზობს ლონდონელებს ორ მცველს – ფრანგ სამუელ უმტიტისა და პორტუგალიელ ნელსონ სემედოს.
23 წლის ნდომბელემ წელს, პრემიერლიგაში 19 მატჩი ჩაატარა და ორ-ორი გოლი და შედეგიანი გადაცემა დააგროვა. ის გასული წლის ზაფხულში გადავიდა „ტოტენჰემში“ „ლიონიდან“.