სანდრო ტონალი „ბარსელონაში“ არ გადავა, – იუწყება Mundo Deportivo.
გამოცემის ინფორმაციით, კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობა არ აპირებს, რომ „ბრეშიას“ სანდრო ტანალის სანაცვლოდ 60 მილიონი ევრო გადაუხადოს.
„ბარსელონას“ სკაუტები ტონალის კვლავ აკვირდებიან, თუმცა, კატალონიელებსა და იტალიელებს შორის გარიგება, დიდი ალბათობით, არ შედგება, რადგან საყოველთაო ფინანსური კრიზისის ფონზე, „ბარსელონა“ დიდ ხარჯებს მოერიდება.
ტონალის კონტრაქტი „ბრეშიასთან“ კი 2021 წლის ზაფხულამდეა ძალაში.
მიმდინარე სეზონში 19 წლის ფეხბურთელმა „ბრეშიას“ შემადგენლობაში 24 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ერთი გოლი და ხუთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.