ესპანეთის ჩემპიონატის ლიდერმა „ბარსელონამ“ შეთანხმებას მიაღწია სერბი ფორვარდის ლუკა იოვიჩის შეძენაზე, – წერს გაზეთი „ფრანკფურტერ ალემან ცაიტუნგი“ (Frankfurter Allgemeine Zeitung).
21 წლის თავდამხსმელი „ბენფიკას“ საკუთრებაა, მაგრამ სეზონის ბოლომდე იჯარით ფრანქფურტის „აინტრახტში“ თამაშობს. საიჯარო ხელშეკრულებაში მითითებულია გამოსასყიდი თანხა 12 მილიონი ევროს ოდენობით.
როგორც გაირკვა, „აინტრახტმა“, შესაძლოა, გამოისყიდოს იოვიჩი და შემდეგ ის „ბარსელონას“ მიჰყიდოს 35 მილიონ ევროდ.
მიმდინარე სეზონში იოვიჩმა ბუნდესლიგაში 19 მატჩი ჩაატარა და 14 გოლი გაიტანა. ევროპის ლიგაზე მას ექვს მატჩში ხუთი გოლი აქვს.