„ბარსელონას“ ხელმძღვანელობა შემადგენლობის გაძლიერებას გეგმავს კლუბში არსებული ფინანსური კრიზისის მიუხედავად.
გამოცემა Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, კატალონელები აპირებენ გაიფორმონ „ლაიპციგის“ ნახევარმცველი დანი ოლმო. „ბარსელონამ“ ამ ფეხბურთელის შეძენა ზაფხულშიც სცადა, მაგრამ ვერ შეძლო გერმანულ კლუბთან მოლაპარაკება.
ასევე „ბარსელონას“ ინეტრესთა სფეროშია „მანჩესტერ სიტის“ შემტევი ნახევარმცველი რაჰიმ სტერლინგი.
ადრე იტყობინებოდნენ, რომ „ბარსელონაში“ შეიძლება დაბრუნდეს ალექსის სანჩესი, რომელიც დღეს მილანის „ინტერში“ თამაშობს.